პოლონეთის ხელმეორედ არჩეული პრეზიდენტი დუდა, რომელსაც ოპონენტი ბუდკა სასამართლოში უჩივის, რომ მეორე ტურში დუდას მიერ აღებული 51% არ შეესაბამება სიმართლეს და არჩევნების შედეგები გასაუქმებელიაო, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდეს რუსმა პრანკერებმა – “ვოვანმა” და “ლექსუსმა”.
მათ შეძლეს პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოტყუება და პოლონეთის პრეზიდენტს ვოვანი წარუდგა, როგორც გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში, რომელმაც მას თითქოს საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვების გამო მოსალოცად დაურეკა.
ანჯეი დუდას საუბრისას ხშირად ებმებოდა ენა და უხერხულად იცინოდა. საუბარი ყალბ გუტიერეშთან 11 წუთზე მეტ ხანს გაგრძელდა ისე, რომ პოლონეთის პრეზიდენტი ვერაფერს მიხვდა. პოლონეთის უშიშროების სამსახურმა გამოძიება დაიწყო – იუწყება პოლონური რადიო RMF FM, გაეროში პოლონეთის წარმომადგენლობიდან გაწვეულ იქნა ორი თანამშრომელი.
ეს ფრიად სახალისო აუდიოჩანაწერი იუტუბზეა ატვირთული. ქვემოთ გთავაზობთ მოკლე ვერსიას (პირველი ვიდეო), ასევე სრულ ვერსიას (მეორე ვიდეო). ინგლისურ ენაზე გამართული საუბრის რუსული თარგმანი გაახმოვანმა ცნობილმა რუსმა არტისტმა-გამხმოვანებელმა დიმიტრი პუჩკოვმა (“გობლინი”).
აქვე დავძენთ, რომ საინტერესო იქნებოდა “ვოვანის” და “ლექსუსის” საუბარი ქ-ნ მენშევიკ-პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან.