მეთხილე ფერმერებს რეკომენდაციები გააცნეს

თხილის მოსავლის აღების მოახლოებასთან დაკავშირებით საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში მეთხილე ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა შალამბერიძე და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის გენერალური დირექტორი გიორგი თოდუა ესწრებოდნენ.

აგროკონსულტანტებმა მეთხილე ფერმერებს მიაწოდეს ინფორმაცია ნარგავებში აგრო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით და მოუწოდეს იხელმძღვანელონ შემუშავებული სქემის მიხედვით, რათა მოსავლის უდანაკარგოდ და ხარისხიანად მიღება შეძლონ.

„სახელმწიფო აგრძელებეს აზიურ ფაროსანასთნ ბრძოლის ღონისძიებებს. აუცილებელია მეთხილე ფერმერებმა გაითვალისწინონ სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციები, რათა წელს მაღალი ხარისხის უხვი მოსავალი მივიღოთ“, – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

სააგენტო „თხილის გადარჩენის პროგრამის“ ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობს თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან, რომელშიც ათი ათასობით მეთხილე ფერმერია გაწევრიანებული. ფერმერთა ჯგუფები რეკომენდაციებს იღებენ 150 აგრონომ-კონსულტანტისაგან. წამლობისთვის გამოყოფილია 2500 სპეციალური შესაწამლი აგრეგატი.

 

“აიპრესი”