რუსეთთან საოკუპაციო რეჟიმში სააკაშვილის დანაშაულებრივმა შეცდომებმა შეგვიყვანა

რუსეთის განცხადებებმა მძიმე პოლიტიკური ხასიათი შეიძინა. პროვოკაციებს უკავშირებს აშშ-თან საქართველოს პარტნიორულ ურთიერთობას, ეს არის მუქარა გაცილებით უფრო მეტი, ვიდრე აქამდე ჩვენ გვსმენია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკის „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

„რუსეთი ოკუპანტია და საოკუპაციო რეჟიმში შეგვიყვანა იმ დანაშაულებრივმა შეცდომებმა, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა დაუშვა და დღეს ესენი ყველაზე ხმამაღალ განცხადებებს აკეთებენ“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

გრიგორი კარასინის განცხადებით, ინციდენტების გარშემო პოლიტიკური სკანდალების მოწყობის ნაცვლად, უმჯობესია ისეთი ზომების მიღება, რომ ასეთი ინციდენტები არ არსებობდეს.

რუსეთი საქართველოს ქმედებებს პროვოკაციულს უწოდებს. რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტების გახშირება ხაზს უსვამს „თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის მოლაპარაკებების“ დროულად დაწყების აუცილებლობას“.

გარდა ამისა, რუსეთი „პროვოკაციული კომენტარებისთვის“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტსა და საქართველოში აშშ-ის საელჩოსაც ადანაშაულებს, რაც მათი შეფასებით, ძირს უთხრის ვაშინგტონის, როგორც ჟენევის მოლაპარაკებების მიუკერძოებელი მონაწილის პოზიციას.

 

წყარო: “იმედინიუსი”