სკოლებში შერეული სწავლება მოგვცემს საშულებას, არ მოხდეს covid19-ის გავრცელება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ახალ სასწავლო წელს სკოლებში შერეული მოდელით სწავლება, ეს არის ის საშუალება, რომელიც რეგულაციებს გაამყარებს და კლასებში შესაძლებელი იქნება დისტანცია და პირბადეების გამოყენების ეფექტურობა.

“იმის თქმა, რომ ჩვენთან შემთხვევები არ იქნება, რა თქმა უნდა არასერიოზული განცხადება იქნება. ჩვენს გარშემი ქვეყნები რა დღეში არიან კარგად ხედავთ. მაგრამ, იმისთვის რომ შევინარჩუნოთ ჩვენთან არსებული სიტუაცია, ჩვენი რეგულაციები, რომელიც ჩემი აზრით სრულყოფილია და ახალ-ახალი რეგულაციები ემატება, ეს იმისთვის არის, რომ  ჩვენ ქვეყნაში არსებული სიტუაცია, შემდგომში დარჩეს კონტროლირებადი.

შერეული სწავლება იმისთვისაა, რომ აღდგეს სკოლებში სწავლება,  დაიბრუნონ სკოლებმა ფუნქცია. მაგრამ, ასეთი კონფიგურაციით, დღე გამოშვებით, გაყოფილი კლასებით დასწრება სკოლაში და მეორე ნახევარი ონლაინ სწავლება, ეს არის ის საშუალება, რომელიც რეგულაციებს გაამყარებს. ანუ, ეს ნიშნავს რომ ამ კლასებში შესაძლებელი იქნება დისტანცია და პირბადეების გამოყენების ეფექტურობაც.

დისტანცია და პირბადეების გამოყენება სკოლის კლასებში მოგვცემს საშუალებას, რომ არ მოხდეს დაავადების გავრცელება” – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განაცხადებით ახალი სასწავლო წელი შესაძლოა შერეული მოდელით დაიწყოს და ძალაში დარჩეს ონლაინსწავლებაც

ცნობისთვის, ამ დროის მონაცემებით ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ქვეყნაში სულ 1010 კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა, ხოლო გამოჯანმრთელებულია 885 პაციენტი.

 

“აიპრესი”