რეჟისორ პედრო ალმოდოვარის ახალ მოკლემეტრაჟიან ფილმზე მუშაობს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Variety ავრცელებს.
ფილმში „ადამიანის ხმა“ მთავარ როლს ტილდა სუინტონი ასრულებს, ფილმის გადაღებები მადრიდში უკვე დაიწყო. ფოტოები გადასაღები მოედნიდან Twitter-ზე ალმოდოვარის ძმამ, აგუსტინ ალმოდოვარმა გამოაქვეყნა.
ფილმის სიუჟეტი ჟან კოქტოს მიერ 1930 წელს დაწერილ პიესას ეფუძნება.
“იმედი”