17 ივლისს, უინძორის სასახლის ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ გამართული საზეიმო ცერემონიალოს დროს, დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ II-მ რაინდად აკურთხა მე-2 მსოფლიო ომის ვეტერანი, 100 წლის კაპიტანი ტომ მური.
აპრილში, ტომ მურმა გადაწყვიტა საკუთარი სახლისთვის შემოევლო 100-ჯერ, ამ გზით ყურადღება მიეპყრო და საკუთარი დაბადების 100 წლისთავამდე, მისთვის კიბოს და მოტეხილობის მკურნალი ექიმებისადმი მადლიერების ნიშნად, 1000 ფუნტი სტერლინგი შემოწირულობა მოეგროვებინა ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის სერვისის მედიკოსებისთვის.
ტომ მურის მოერ წამოწყებულმა აქციამ წარმოუდგენლად დიდი გამოხმაურება ჰპოვა და საბოლოოდ 32,7 მილიონი სტერლინგი შემოწირულობა შეგროვდა.
შემომწირველებმა ტომ მურის რაინდად კურთხევის თხოვნით პეტიცია შეადგინეს, ინგლისი პრემიერ მინისტრა ბორის ჯონსონმა კი ტომ მირი რაინდის წოდებაზე წარადგინა.
“ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ეს მოხდებოდა”, ეს
იქნება “ყველაზე განსაკუთრებული დღე”, – დაწერა ტვიტერზე ტომ მურმა დედოფალ ელისაბედ II-თან შეხვედრის წინ.
მასთან შეხვედრაზე ფიქრით მე “სრულიად გაოგნებული” ვარ, “თუ მუხლებზე დავიჩოქებ, ვერასდროს ვეღარ ავდგები” – ამბობდა ტომ მური.
“მე ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ასე ახლოს მივიდოდი დედოფალთან და მისგან ასე კეთილ გზავნილს მივიღებდი” – განაცხადა ტომ მურმა ცერემონიალის შემდეგ და ჟურნალისტების თხპვნის მიუხედავად გზავნილის შინარსი არ გაამხილა.
“არა. ეს დედოფალს და ჩემ შორისაა” და “მე არ მგონია, რომ ვეტყვი ვინმეს, რა მითხრა მან. მხოლოდ დედოფალი და მე ვსაუბრობდით პირისპირ და ჩემთვის დიდი პატივი იყო მასთან საუბრის საშუალება რომ მქონდა” – განაცხადა ტომ მურმა.
რაინდად კურთხევის ცერემონია დღის სამ საათზე შედგა შვილიშვილ ბეატრისის ქორწილზე დედოფლის დასწრებიდან რამდენიმე სააათის შემდეგ. რაინდად კურთხევის ცერემონიალის დროს ელისაბედ II-მ მამის, ჯორჯ VI-ის ხმალი გამოიყენა.
წყარო: ipress.ge