Google-ი კორონავირუსის შესახებ შეთქმულების თეორიების გამავრცელებელი გვერდების რეკლამას დაბლოკავს

კომპანია Google-ი კორონავირუსის შესახებ შეთქმულების თეორიების გამავრცელებელი გვერდების რეკლამას დაბლოკავს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNBC ავრცელებს.

 

კერძოდ, აიკრძალება ისეთი გვერდების რეკლამა, რომლებზეც საუბარია კორონავირუსის ჩინეთის ლაბორატორიიდან გაჟონვაზე, ვირუსის ბილ გეიტსის მიერ შექმნაზე ან საერთოდ კორონავირუსის არარსებობაზე. კომპანიაში აცხადებენ, რომ აკრძალვა შეეხება ყველა გვერდს, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ „ავტორიტეტულ მეცნიერულ კონსენსუსს“ ეწინააღმდეგება.

ახალი წესები 18 აგვისტოდან ამოქმედდება.

“იმედი”