დღეს ჩემი თვალით ვიხილე ის, რაც ქართველი ხალხის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად კეთდება, – ამის შესახებ აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, კელი დეგნანმა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში სტუმრად ყოფნის დროს განაცხადა.
„ამერიკა გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას და დახმარებას ამ მიმართულებით. კოვიდი ერთ-ერთი მაგალითია იმ გამოწვევებისა, რაც შეიძლება არსებობდეს მომავალშიც. ვფიქრობთ ახლა კარგი დროა, რომ ცენტრმა გააფართოვოს თავისი შესაძლებლობები, როგორც რეგიონალურმა სანიმუშო ცენტრმა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ვიზიტით აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, კელი დეგნანი ეწვია.
“იმედი”