ლონდონში მცხოვრებმა აზერბაიჯანლებმა სომხეთი საელჩოს წინ საპროტესტო აქცია მოაწყეს. ისინი სკანდირებდნენ ლოზუნგებს: “სირცხვილი სომხეთს!” , “ყარაბაღი ჩვენია!” და მისთ.
აქციაზე მალე სომეხი ემიგრანტები გამოჩნდნენ. მხარეებს ბევრი დრო არ დასჭირდათ, რომ ხელჩართული ბრძოლა დაწყებულიყო. ბუნებრივია, ორივე მხარე ინციდენტს ერთმანეთს აბრალებს. პოლიციის ჩარევის შემდეგ ძალადობა შეწყდა. აქცია, ჩხუბიანად, მთლიანობაში საათნახევრის მანძილზე მიმდინარეობდა. ჩხუბის ამსახველი ვიდეო “ტვიტერზე” გამოქვეყნდა: