მეც და გიორგი შაქარაშვილის დედას Facebook-ში უვარდებიან ფანატიკოსები და გვწყევლიან, – ამის შესახებ ტრაგიკულად დაღუპული ფეხბურთელის ბიძამ, ადვოკატმა მირიან ნიკლაძემ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “პოლიტიკური პარასკევი” განაცხადა.
“მე ვინც მლანძღავენ, ყურადღებას არ ვაქცევ. მაგრამ, დღეს დამაყენეს ფაქტის წინაშე, დამირეკეს და მითხრეს, რომ შენ აღარ დაგიჯერებთ და ჩვენი პოზიცია უნდა გამოვხატოთო. ეს ეხება იმ ხალხს, საზოგადოების იმ მცირე ნაწილს, ვინც ღიად ლანძღავს ოჯახს. პირდაპირ გეტყვით, “ფეისბუქზე” გვივარდებიან ეს ვიღაც ავადმყოფები, მაპატიეთ ამ ტერმინისთვის. გიორგის დედის გვერდზეც შემოდიან ეს ფანატიკოსები, გვწყევლიან …
ბავშვი ვერ დაუტირებია, სასწაულებს უშვრებიან. ეს არ ეხება მედიასაშუალების 95%-ს, ეს ეხება მათ ვინც ბრალდებულთა სასარგებლო საქმეს აკეთებენ, ვითომ რომ ჩვენ გვეხმარებოდნენ” – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.
წყარო: ipress.ge