მსოფლიო ბანკის დასკვნით, კავკასიის რეგიონში ყველაზე უფრო მეტად საქართველო დაზარალდა კორონავირუსობანას თამაშით.
რა თქმა უნდა, “კორონავირუსობანას თამაში” მსოფლიო ბანკის ტერმინი არ გახლავთ, მაგრამ აი რას ამბობენ ბანკის სპეციალისტები:
გაკეთებული გათვლებით, საქართველო 2021 წელსაც ვერ აღიდგენს 2019 წლის ეკონომიკის დონეს, აზერბაიჯანი და სომხეთი კი მცირე, მაგრამ მაინც დადებით შედეგს აჩვენებენ. საქართველოს ეკონომიკის მოცულობა ძალიან დიდი ტემპებით მცირდება – ივნისის თვეში საქართველოს მშპ 4.8%-ით შემცირდა მაშინ, როდესაც სომხეთის 2,8%-ით, აზერბაიჯანის კი მხოლოდ 2,6%-ით. საქართველომ წელს 1 მილიარდი დოლარის ცოცხალი შემოსავალი უკვე დაკარგა და, უკეთეს შემთხვევაში, კიდევ 1 მილიარდს დაკარგავს წლის ბოლომდე. ეს ერთი წლის ბიუჯეტის დაახლოებით 2/3-ია. მშპ-ს წლიურ ვარდნაში საქართველო სავალალო ლიდერი იქნება 9 პროცენტით (სომხეთი -8%, აზერბაიჯანი მხოლოდ -5%).