მუმბაიში, შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რაოდნობა 10-მდე გაიზარდა

ინდოეთში, მუმბაიში ექვსსართულიანი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა. ამის შესახებ Times of India იუწყება.

აქამდე ინფორმაცია ვრცელდებოდა ოთხი გარდაცვლილის შესახებ. ინციდენტის ადგილას სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

ნგრევის მიზეზი შეიძლება ყოფილიყო ძლიერი წვიმები, რამაც შენობა დატბორა. როგორც NDTV იუწყება, ივლისის დასაწყისიდან, ქალაქში 1 ათას მმ-ზე მეტი ნალექი დაეცა, რაც აღემატება საშუალო თვიური მაჩვენებლის 120%-ს.

წყარო: ipress.ge