სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ამ დროისთვის სიმშვიდეა

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ამ დროისთვის სიმშვიდეა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლბოაში სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 53-ჯერ დაარღვიეს.

მათივე ინფორმაციით, სხვადასხვა მიმართულებით გამოყენებული იყო მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევები და სნაიპერული შაშხანები, თუმცა ამ დროისთვის საზღვარზე სიმშვიდეა.

რაც შეეხება სომხურ მხარეს, თავდაცვის სამინისტროს პრესმდივნის, შუშან სტეფანიანის განცხადებით, აზერბაიჯანის მხრიდან დროდადრო უმისამართლო სროლა ფიქსირდებოდა, თუმცა ამ დროისთვის სიტუაცია შედარებით მშვიდია. მისივე ინფორმაციით, დღეს დილით სომეხმა სამხედროებმა აზერბაიჯანული დრონი ჩამოაგდეს.

“იმედინიუსი”