ინდოეთში, ქალაქ კოლკატაში მცხოვრები წყვილი 9 წლის განმავლობაში ბავშვის ყოლას ცდილობდა, ხოლო ექიმთან ვიზიტის შემდეგ გაირკვა, რომ ცოლი სინამდვილეში მამაკაცია და მორისის სინდრომით არის დაავადებული. ამის შესახებ Gulf News იუწყება.
გამოცემის ცნობით ქალმა ექიმს მუცლის ტკვილის გამო მიმართა. გამოკვლევების შემდეგ დადგინდა, რომ ქალი სინამდვილეში მამაკაცია და მისი სქესობრივი ქრომოსომები XY-ით განისაზღვრება.
ვინაიდან ეს გენეტიკური დაავადებაა, ექიმებმა ქალის ოჯახი გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ მისი 28 წლის და ორი დეიდა ასევე მამაკაცები არიან. პრობლემა სავარაუდოდ გამოიხატება მომავალ თაობებშიც.
მორისის სინდრომის დროს Y ქრომოსომის მქონე ინდივიდი ფენოტიპურად ქალია ტესტოსტერონისადმი რეზისტენტობის გამო. ამ სინდრომის მქონე ქალები განსაკუთრებული სიძლიერით გამოირჩევიან. აღსანიშნავია, რომ ამ დაავადების სიხშირე მსოფლიო მოსახლეობაში 0.02%-ია.
“რიპორტ.ჯი”