ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე და ლევან რატიანი “ოცნების” მაჟორიტარების დასახელებას ესწრებიან…

“ბიოლის” კომპლექსში, სადაც ცოტა ხანში მაჟორიტარობის კანდიდატების ვინაობა უნდა გახდეს ცნობილი, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე და მისი მოადგილე – პაატა იმნაძე იმყოფებიან.

შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდი დღეს 30 მაჟორიტარობის კანდიდატს წარადგენს.

 

“კურიერი”