დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთს კორონავირუსის ვაქცინაზე მომუშავე ქვეყნებზე კიბერთავდასხმაში ადანაშაულებს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დომინიკ რააბის განცხადებით, რუსეთის სპეცსამსახურები მონაწილეობდნენ კიბერთავდასხმებში დასავლური ქვეყნების მიერ კორონავირუსის ვაქცინის შემუშავებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ იუწყება.

 

რააბის თქმით, დიდი ბრიტანეთი მოკავშირეებთან ერთად, ეცდება რუსეთმა პასუხი აგოს.

გასულ ოთხშაბათს, ბრიტანეთის კიბერუსაფრთხოების ეროვნულმა ცენტრმა განაცხადა, რომ მუშაობს აშშ-სთან და კანადასთან ერთად ჰაკერული შეტევების გამოვლენაზე, რომლებიც უკავშირდება ფარმაცევტულ კომპანიებს და მეცნიერებს რამდენიმე ქვეყანაში.

ცენტრის აზრით, რუსეთთან დაკავშირებული ჰაკერები შეეცადნენ სამ ქვეყანაში კოვიდ-19-ის ვაქცინის შემუშავებასთან დაკავშირებით მონაცემები მოეპარათ.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა აღნიშნული ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ რუსეთს ამასთან არავითარი კავშირი არ აქვს.

“აიპიენი”