„დილამ“ ლიდერობა გაიმყარა

ლიდერების – თბილისის „დინამოს“ და „დილას“ მატჩით დაიხურა „კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 1“-ის მე-6 ტური, რომელიც სულ მცირე ხნის წინ დასრულდა ბორის პაიჭაძის ეროვნულ სტადიონზე.

ამ თამაშს „დილა“ 11 ქულით და ერთპიროვნული ლიდერის რანგში შეხვდა. სასტარტო ხუთი მატჩიდან გორელებმა 3-ში გამარჯვება იზეიმეს, 2-ჯერ კი მეტოქეებს დაუზავდნენ. თუმცა, უნდა ითქვას, რომ არცერთ ამ შეხვედრაში გიორგი ნემსაძის გუნდს არ მოუწია დაპირისპირება ისეთ მეტოქესთან, რომელიც საპრიზო ადგილების და ჩემპიონობის პრეტენდენტად ითვლება. გუშინ საღამოს „დილას“ სწორედ ასეთ პირველ მეტოქესთან მოუწია დაპირისპირება და უნდა ითქვას, რომ შიდაქართლურმა გუნდმა ეს ძნელი გამოცდა სრული ტრიუმფით ჩააბარა.

 

“აიპრესი”