“ქართველი ხალხი კვლავ გამოიჩენს მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას და გააკეთებს სწორ არჩევანს 2020 წლის არჩევნებში. ჩვენ ამაში დარწმუნებული ვართ. ჩვენი მოსახლეობა გაკეთებს არჩევანს უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და განვითარებისკენ” – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პარტია “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, პარტია „ქართული ოცნება“ შეძლებს ქართველ ხალხს არ გაუმტყუნოს ის მოლოდინი, რომელსაც ჩააბარებს ქართულ ოცნებას.
„პარტია “ქართული ოცნება“ თავისი სრული გუნდით, პასუხისმგებლიანი და მაღალპროფესიონალური კადრებით შეძლებს არ გაუმტყუნოს ქართველ ხალხსის მოლოდინი, რა პასუხიმგებლობასაც მოსახლეობა კიდევ ერთხელ ჩააბარებს ქართულ ოცნებას“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
წყარო: exclusivenews.ge