თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი” იუწყება, რომ 20 ივლისს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
ნაძალადევის რაიონი
10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდუბის დასახლების, დეპოს, ზესტაფონის, ჭყონდიდელის, სტანისლავსკის, ფარეხის და ალექსანდრე მრევლიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
15:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის, ცოტნე დადიანის, რკინიგზის, მახალდიანის, მანჯგალაძის და ურიდიას ქუჩების მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ათონელის, ფურცელაძის, ორბელიანის, ბარათაშვილის, გოგჩას, მტკვრის, ვეკუას, სანაპიროს და სულხანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების, დიუმას, პუშკინის და კოტე აფხაზის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მიხეილ ჭიაურელის, ლუბლიანას, ჩაჩავას და გიორგი ტერევერკოს ქუჩების მაცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თევდორე მღვდლის ქუჩის მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რესპუბლიკის მოედანის (ნაწილობრივ), ვეკუას, ფურცელაძის, სულხანიშვილის, ასათიანის, ბარათაშვილის, ორბელიანის, გუდიაშვილის, საქანელას, სანაპიროს და თაბუკაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საქსოფმანქანის დასახლების, ლილოს დასახლების II, V კვარტლების, ლილოს დასახლების, ღლონტის, იგორ ტყემალაძის, ორახელაშვილის, ფრანგულიანის და კამოს ქუჩების მაცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის მაცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მაჭავარიანის ქუჩის მაცხოვრებლებს.
13:00 საათიდან 13:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლიხაურის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის, წინამძღვრიშვილის და ბაქოს ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
“sputnik-georgia”