ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში, ასამის შტატში მდებარე კაზირანგის ეროვნულ პარკში წყალდიდობას იშვიათი სახეობის სულ მცირე, რვა მარტორქა ემსხვერპლა, – ამის შესახებ BBC წერს.
კაზირანგის პარკი გადაშენების პირას მყოფი სახეობის, ინდური მარტორქების ყველაზე დიდი პოპულაციის თავშესაფარია. აქ 2 400-მდე ინდური მარტორქა ბინადრობს. ეს ადგილი UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია.
აღნიშნულ სახეობასთან ერთად, წყალდიდობას 100-ზე მეტი გარეული ცხოველიც ემსხვერპლა.
ასამის შტატში, ნეპალსა და ბანგლადეშში წყალდიდობის გამო უკვე 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მილიონობით ადგილობრივს კი საცხოვრებლის დატოვება მოუხდა.
“იმედი”