ვახტანგ კიკაბიძე იუბილარია. სახალხო არტისტი 82 წლის გახდა. მომღერალი და მსახიობი წელს დაბადების დღეს ხმაურის გარეშე შეხვდა.
მას პოსტპანდემიური სიტუაციის გამო ტრადიციულ ბათუმურ კონცერტზე უარის თქმა მოუწია. როგორც კიკაბიძის პროდიუსერი, რატი აბზიანიძე „პრაიმტაიმთან“ აცხადებს, იუბილარი სახლშია და თავს კარგად გრძნობს.
„ბათუმის ხელოვნების ცენტრი დაკეტილია და ამიტომაც ვერ ვატარებთ 19 ივლისის ტრადიციულ კონცერტს. ბუბა თავის მსმენელს ბათუმში სწორედ იქ ხვდება ხოლმე.
წელს ეს ტრადიცია დაირღვა. იუბილარი სახლშია და თავს კარგად გრძნობს.
ელოდება როდის მოიხსნება რეგულაციები, ჩაივლის პანდემიური სიტუაცია, რომ დავუბრუნდეთ ძველ რიტმს“, – ამბობს რატი აბზიანიძე.
“პრაიმტაიმი”