“მოგვეცით მუშაობის უფლება” – აქცია ბათუმში

ბათუმში სარიტუალო სახლების მფლობელებმა და თანამშრომლებმა აქცია გამართეს. ისინი ხელისუფლებისგან მშაობის უფლებას ითხოვენ.

დემონსტრანტებმა ხელისუფლებას ვადას პირველ აგვისტომდე მისცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ.
“ეს ბიზნესი უკვე ფაქტობრივად გაკოტრდა. აჭარა ცნობილია იმით, რომ ფაქტიურად ყოველდღე დარბაზები იყო დაკავებული… ყველას კრედიტები აქვთ გამოტანილი, მიბმულია კიდევ სხვა სავაჭრო ობიექტები ამ ყველაფერზე. ადამიანები დარჩნენ შემოსავლის გარეშე და ბიზნესი დარჩა ვალებში” – ამბობს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე.

წყარო: exclusivenews.ge