მსოფლიოში ყველაზე შხამიანი ობობა ბანანში აღმოაჩინეს

მსოფლიოში ყველაზე შხამიანი ობობა ბანანში აღმოაჩინეს, რომელსაც ორ საათში ადამიანის მოკლა შეუძლია.

 

ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.  

 

როგორც სტატიაშია ნათქვამი, ორმა სხვადასხვა მომხმარებელმა ბრიტანული სუპერმარკეტების ქსელში ნაყიდ ხილში ობობა აღმოაჩინა.

 

მომხდარზე თავად მაღაზიათა ქსელმა Tesco-მ გამოძიება დაიწყო.

 

„მსოფლიოში ყველაზე შხამიანი ობობა აღმოაჩინეს, რომელსაც ორ საათში ადამიანის მოკვშხამილა შეუძლია.

 

ორი მომხმარებელი ირწმუნება, რომ მათ ობობები კოსტა რიკიდან შემოტანილ ხილში აღმოაჩინეს, რომელიც Tesco-ს მაღაზიათა ქსელში იყიდეს.

 

მათ შიში მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც „მომაკვდინებელი“ ობობა და მწერის კვერცხები სუპერმარკეტში ნაყიდ ბანანშიც აღმოაჩინეს.

 

ამასთან დაკავშირებით, ექსპერტების მოსაზრება ორად გაიყო. ერთნი ამბობენ, რომ ეს სავარაუდოდ, ბრაზილიური მოხეტიალე ობობაა, ხოლო მეორე ნაწილი ამტკიცებს, რომ ეს ალბათ, ნაკლებად საშიში ობობის სახეობაა.

 

ამბობენ, რომ „მოხეტიალე ობობა”-ს Phoneutria ჰქვია და ეს მსოფლიოში ყველაზე შხამიანი ობობაა, რომელსაც შეუძლია ადამიანი ორ საათში მოკლას.

 

კოსტა რიკაში ეს გავრცელებულია და ბანანში იმალებიან.

 

40 წლის ჯეფი ამბობს, რომ მან ეს არსება მას შემდეგ ნახა, რაც Tesco-დან ბანანი მოიტანა.

 

„როდესაც ობობები ბანანში შევამჩნიეთ, დაუყოვნებლად დავუკავშირდი Tesco-ს და ინფორმაცია სოციალურ მედიაში გაფრთხილების მიზნით, გავავრცელე. გაგვიმართლა, რომ ნახვისას ეს არსება მკვდარი იყო, როცა ჩანთებიდან ბანანი ამოვალაგე.” – ამბობს ჯეფი.

 

მისტერ გრინვუდმა თქვა, რომ Tesco-მ მასალად სპეციალისტებს ბანანი უკვე გაუგზავნა.

 

ადამ ფეიერლიმ, JP Pest Control- მა, განაცხადა, რომ დიდი შანსია, ეს ბრაზილიური მოხეტიალე ობობა იყოს. საცეცებზე ზოლები და მბზინვარე შეფერილობა, ეს მოხეტიალე ობობისთვის დამახასიათებელია.

 

27 წლის კელიმ, რომელმაც ობობის კვერცხები ნახა, განაცხადა:

 

„არ შემეძლო სახლში მათი გაჩერება, დავასხი მდუღარე წყალი და გადავაგდე. მე არ შემიძლია  Tesco დავადანაშაულო. ეს არის ერთადერთი პრობლემა, რაც აქამდე მქონდა, ამ სუპერმარკეტების ქსელში, სადაც მუდმივად დავდივარ.” – ამბობს კელი.

 

ობობის მოყვარულმა ტონ კილიკმა შიშებისგან შეწუხებულ მომხმარებლებს ცივი წყალი გადაასხა:

 

„ბრაზილიური მოხეტიალე ობობები გარეთ არც ისე იშვიათად გამოდიან და სამწუხაროდ, ჩვენს კლიმატურ პირობებში ვერ გადარჩებიან.” – ამბობს კილიკი.

 

Tesco კი აცხადებს, რომ გამოძიება დაწყებულია და მკაცრად კონტროლდება ბანანი, რომელიც მათ ქსელში იყიდება.

 

„უკვე ვიძიებთ ამ შემთხვევას და მკაცრად კონტროლდება ბანანი, რომელიც ჩვენს ქსელში იყიდება.” – აცხადებენ სუპერმარკეტების ქსელში.” – ნათქვამია სტატიაში.

“პრაიმტაიმი”