„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სიას საზოგადოებას დღეს წარუდგენს.
პოლიტსაბჭომ სია 19 ივლისს დაამტკიცა, თუმცა, ჯერჯერობით, არ გაუსაჯაროვებია.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არიან: ახალციხე – ანტონ ობოლაშვილი; რუსთავი – ნინო ლაცაბიძე; ზესტაფონი – ბეჟან წაქაძე; მცხეთა – შალვა კერესელიძე; ბოლნისი – გოგი მეშველიანი; საბურთალო – დავით სერგეენკო; გლდანი – ლევან კობიაშვილი; ისანი – სოზარ სუბარი; რაჭა – გოჩა ენუქიძე; გურჯაანი – დავით სონღულაშვილი; თელავი – ირაკლი ქადაგიშვილი.
20 ივლისს პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიას ხსნის და საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს ოფიციალურად ხვალ დაასახელებს.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.
“იმედინიუსი”