რუსთავის სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიიდან პატიმარი გაიქცა.
„ინფო რუსთავის“ ცნობით, პატიმარი სასამართლოს წინ მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში შევარდა.
თვითმხილველების ცნობით, პოლიციამ გამაფრთხილებელი გასროლაც განახორციელა.
სამართალდამცველებმა მსჯავრდებული რამდენიმე წუთში ერთ-ერთი კორპუსის ეზოში დააკავეს.
“პრაიმტაიმი”