ამერიკის ლიდერს მიაჩნია, რომ ადამიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს, გაიკეთებს თუ არა პირბადეს კორონავირუსით ინფიცირებისგან თავდასაცავად.
თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. კორონავირუსულ პანდემიასთან დაკავშირებით პირბადეების ტარება ნებაყოფლობითი უნდა იყოს და არა სავალდებულო, განაცხადა აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News–თან ინტერვიუში.
„მიმაჩნია, რომ პირბადეები — ეს კარგია <…> მაგრამ არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ თუ მას ყველა გაიკეთებს, ყველაფერი გაქრება“, — განაცხადა ამერიკის ლიდერმა.
ტრამპის აზრით, პირბადეების ტარება ნებაყოფლობითი უნდა იყოს და ადამიანმა თავად უნდა აირჩიოს, გაიკეთებს თუ არა მას.
“sputnik-georgia”