რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საზეიმოდ იუწყება, რომ რუსმა სამხედრო ვირუსოლოგებმა კორონავირუსის წინააღმდეგ პირველ ვაქცინა შექმნეს.
“ჩვენი სპეცალისტებისა და გამალეის კვლევითი ცენტრის მეცნიერების მიერ უკვე გაკეთდა ვაქცინის კლინიკური ცდების საბოლოო შეფასებები. საავადმყოფოდა გაწერისას, გამონაკლისის გარეშე, კლინიკურ ცდებში მონაწილე ყველა მოხალისეს აქვს იმუნიტეტი და თავს კარგად გრძნობენ. ამრიგად, კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი სამამულო ვაქცინა მზად არის”, – განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, რუსლან ცალიკოვმა.
მისივე განცხადებით, მოხალისეთა პირველმა ჯგუფმა კვლევაში მონაწილეობა 15 ივლისს, ხოლოდ მეორემ ჯგუფმა 20 ივლისს დაასრულა.
ცალიკოვი აცხადებს, რომ რუსი სამხედრო ვირუსოლოგები აქტიურად მუშაობდნენ გამალეის სახელობის კვლევით ცენტრთან ვაქცინის შემუშავების პროცესში.
წყარო: ghn.ge