თბილისის განვითარების ფონდი პროექტ “ახალი ტფილისის” ფარგლებში,რომის 4 ნომერში,სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.
შენობა გამორჩეულ მხვატრულ-არქიტექტურული სახით გამოირჩევა,მის ღირებულებას ერთიორად ზრდის მისი ისტორია – შენობის მეპატრონე მეცენატი გიორგი ქართველიშვილი, ხოლო არქიტექტორი სვიმონ კლდიაშვილია. სავარაუდოდ საუკუნის დასაწყისში გადაწყდა შენობის რეკონსტრუქცია,რომელიც ქართველ არქიტექტორ,სვიმონ კლდიაშვილს დაევალა.კლდიაშვილის შემოქმედების ერთ-ერთ გამორჩეულ ნიმუშს სწორედ ქართველიშვილის სახლი წარმოადგენს, რომელიც ინდივიდუალური სტილისტიკითა და ხელწერით გამოირჩევა.
აღნიშნული ნაგებობა თბილისური მოდერნის ერთ-ერთ ადრეულ მაგალითს წარმოადგენს,რომელსაც საერთო სტილისურ ნიშნებთან ერთად ინდივიდუალური მახასიათებლები გააჩნია,რაც მის გამომსახველობას და ღირებულებას ერთიორად ზრდის.
გიორგიქართველიშვილი ცნობილია მნიშვნელოვანი საქველმოქმედო საქმიანობით,რომელიც უკავშირდება ქართულ ისტორიას და კულტურას.1881-1882 წლებში ქართველიშვილმა შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსნის“ გამოცემაზე დაიწყო ზრუნვა.წიგნის გასაფორმებლად მოიწვია რუსეთის საიმპერატორო კარის მხატვარი,ეროვნებით უნგრელი მიხაი ზიჩი.1884 წელს მისი წინადადებით შეიქმნა კომისა, რომლსაც ვეფხისტყაოსნის ტექსტის ვარიანტების შეჯერება-დადგენაზე უნდა ემუშავა.კომისიის წევრები იყვნენ : ილია ჭავჭავაძე, ივანე მაჩაბელი, რაფიელ ერისთავი, დიმიტრი ბაქრაძე, პეტრე უმიკაშვილი და იონა მეუნარგია.
წყარო: ghn.ge