სანდრო ბრეგაძე სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს.

სანდრო ბრეგაძე

 

„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სუს-ში გამოკითხვაზეა დაბარებული. ეს ინფორმაცია Imedinews-ს სუს-ში დაუდასტურეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ ბრეგაძე გამოკითხვაზე ეთნიკური შუღლის გაღვივების საქმეზე დაწყებული გამოძების ფარგლებში დაიბარეს. ბრეგაძის გამოკითხვა 12:00 საათზეა ჩანიშნული.

მანამდე „ქართული მარშის“ ლიდერმა სუს-ში გამოკითხვაზე დაბარების შესახებ Facebooc-ზე დაწერა.

“იმედინიუსი”