შევასრულოთ დადგენილი რეგულაციები და საშიშროება, რომ პროცესები უმართავი გახდეს, არ იქნება

უნდა მოვახდინოთ რეგულაციების შესრულება და ინფექციის კონტროლი. მკაცრად უნდა ხდებოდეს ამის გაკონტროლება. თუ ასე გარძელდება, საშიშროება იმისა, რომ ეს პროცესები უმართავი გახდეს, არ იქნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევებთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, არსებული სიტუაცია შენარჩუნდება, თუ მოსახლეობა დადგენილ რეკომენდაციებს მკაცრად დაიცავს.

„ჩვენზე, თქვენზე, მოსახლეობაზეა დამოკიდებული, თუ როგორ შევასრულებთ დადგენილ რეგულაციებს. ეს რეგულაციები არ უნდა იყოს ფიქტიური. ის უნდა იყოს ნამდვილად შესრულებად. უნდა მოვახდინოთ რეგულაციების შესრულება და ინფექციის კონტროლი. მკაცრად უნდა ხდებოდეს ამის გაკონტროლება. თუ ასე გარძელდება, საშიშროება იმისა, რომ ეს პროცესები უმართავი გახდეს, არ იქნება. იქნება ისევ ასეთი, ზომიერი, კონტროლირებადი მატება, რადგან ჩვენ ვამბობთ, რომ კოვიდი არსად არ წასულა. ხედავთ, ჩვენს გარშემო ქვეყნებში რა ხდება და ჩვენ უაზისივით ვართ ამ გარემომცველ ქვეყნებთან მიმართებაში. ეს ყველაფერი რომ შევინარჩუნოთ, რასაც ყველდღე ვსაუბრობთ, ის უნდა გავაკეთოთ: გავითვალისწინოთ რეგულაციები და შევასრულოთ“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

აქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა სამი პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 049 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ სამი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 903-ს შეადგენს.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

 

“იმედინიუსი”