ტიკარაძე ვაქცინების გამოყენებაზე ჯანმოს გადაწყვეტილებას ელოდება

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველო სოლიდარობის კვლევაში მას შემდეგ ჩაერთვება, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება დასაშვები იქნება გარკვეული კვლევებისთვის. ამის შესახებ ტიკარაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

რაც შეეხება სავალდებულო კარანტინს, მინისტრმა აღნიშნა, რომ კომენტარს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთებს.

„ვაქცინასთან დაკავშირებით არაერთხელ გამიკეთებია კომენტარი. მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რომ ამ ვაქცინის გამოყენება დასაშვები იქნება გარკვეული კვლევებისთვის, მივიღებთ გადაწყვეტილებას ჩავერთოთ სოლიდარობის კვლევაში“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

 

“ინტერპრესნიუსი”