ბრაზილიაში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 41 008 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2 159 654-მდე გაიზარდა – შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ამავე მონაცემების თანახმად, ვირუსს კიდევ 1 367 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 81 487-ს მიაღწია.
ცნობისათვის, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობით, ისევე როგორც ფატალური შემთხვევებით, ბრაზილია მეორე ადგილზე დგას მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ.
წყარო: ambebi.ge