“ჩვენი ლამაზი ზექიე ბებო ხომ გახსოვთ? 106 წლის არის, შუახევში, სოფელ ნაღვარევში ცხოვრობს. როგორი მაგარი ფოტოა! ავტორი: გიორგი ნიკოლავა” – ამ წარწერით აქვეყნებს ფოტოს “ფეიბუკგვერდი” ბათუმი.
“კვირის პალიტრა” კი უხუცეს ქალბატონზე წერს:”შუახევში, სოფელ ნაღვარევში მცხოვრები ზექიე დავითაძე 106 წლისაა. ჰყავს ორი შვილი, რვა შვილიშვილი, 16 შვილთაშვილი და ორი შვილთაშვილის შვილი. უხუცესი ქალბატონი ხულოდან, ღორჯომის ხეობის სოფელ ჭახაურიდანაა. ის დღემდე ინახავს თავისი მზითევიდან შემორჩენილ ფახირის გუგუმს (წყლის სპილენძის ჭურჭელი). ქორწილის ამბებს კი ასე იხსენებს:
“ჭახაურიდან დედა მყავდა და ხშირად ვიარებოდი. დიმინახეს, ამომირჩიეს და გამომათხოვეს. თექვსმეტი წლის ვიყავ. ჩემი ქმარი უფროსი იყო. პატარა ქორწილი გვქონდა. 9-10 კაცი და 5-6 ქალი იყო. მუსიკა და ცეკვა გვქონდა. მაგერ რომ არი ახლა გადაღება-გადმოღება, მაგფერი არ იყო.”
ზექიე ახალგაზრდობაში გარშემო სოფლებში ბებიაქალობდა. 100 ბაღანა მყავს აყვანილიო, ამბობს, ბებიაქალობა მაზლის ცოლისგან ვისწავლე, ის კარგი სპეციალისტი იყო და მეც “გამომასპეციალისტაო”.
“იმ დუნიას მისასლელი ვართ, ამ დუნიას არვინ დავრჩებით. ორასი წელი რომ იცოცხლო, ბოლო-ბოლო მიწა არი. იქ არვინ აღარ დეგეხმარება, შენი კეთილი საქმის გარდა” – გვეუბნება ზექიე.
წყარო: ambebi.ge