23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, პირველადი დათვალიერებით ცხედარს დაზიანებები არ აღენიშნება.
„ძნელია იმის აღწერა რაც მე ვნახე.მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და ადგილის დეტალური შესწავლა. დეტალურად, ჩემი თანდასწრებით, ხდება იმ ნივთების, კვალის ამოღება-დალუქვა, იმ წამლებსაც, რომელიც მის ჩანთაში იქნა ნაპოვნი. ვერსიები მეც გამაჩნია. ბევრი კითხვის ნიშანი მაქვს. რა პრეპარატებია ზუსტად ექსპერტები იტყვიან, მაგრამ ფსიქოტროპული ნამდვილად არ არის. ადგილმდებარეობა და სახლიდან ასეთი დაშორება, ძალიან ბევრ კითხვის ნშანს აჩენს. დაზიანებები ვერ დავინახეთ. ვერ დავინახავთ იმიტომ, რომ დროს აქვს მნიშვნელობა, როდის არის გარდაცვლილი, რამდენი ხანი იმყოფებოდა გარდაცვლილ მდგომრეობაში და ა.შ“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ხუთი დღის წინ დაკარგული 23 წლის გოგოს სამძებრო სამუშაოებში დღეს ვერტმფრენები და მყვინთავები ჩაერთვნენ. ამას წინ უძღოდა დაკარგული გოგოს ოჯახისა და ახლობლების საპროტესტო აქცია.
ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტიც ჩაერთვება.
თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები თამარ ბაჩალიაშვილი ვიდეოკამერებმა ბოლოს სოფელ ხაიშთან დააფიქსირეს. გოგო ნაცრისფერი ჰუნდაის მარკის მანქანით გადაადგილდებოდა.
“იმედინიუსი”