მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორის ლიკა მუმლაძის ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვლილი მე-16 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისას ძალიან მძიმე იყო.
როგორც ლიკა მუმლაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გარდაცვლილ 72 წლის მამაკაცს მრავალი ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა.
“პაციენტის მდგომარეობა შემოსვლისას იყო საკმაოდ მძიმე და საყურადღებო. დინამიკაში გაუარესდა და დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი. ქრონიკული დაავადებებიდან აღენიშნებოდა თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, 3-4 წლის განმავლობაში ის იტარებდა ჰემოდიალიზის სეანსებს და თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე იმყოფებოდა. პლიუს ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი, გულის უკმარისობა, რევმატოიდული ართრიტი, არტერიული ჰიპერტენზია – პაციენტი კლინიკაში შემოსვლისას იყო მძიმე. ამ თანმხლები დაავადებებით რთულია პაციენტების მმართვა და პროგნოზი არაკეთილსაიმედოა. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ჯერჯერობით, პაციენტის ინფიცირების წყარო ცნობილი არ არის. დაზუსტებული ინფორმაცია არ მაქვს” – განაცხადა მუმლაძემ.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით გარდაცვლილი მე-16 პაციენტი, 72 წლის მამაკაცია. ის მცხეთის კლინიკაში მკურნალობდა. პაციენტი ინგოროყვას კლინიკიდან გადაიყვანეს.
წყარო: mshoblebi.ge