ალასკის სანაპიროსთან 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ალასკის სანაპიროსთან 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.

ეპიცენტრი ქალაქ პერივილიდან 98 კილომეტრში მდებარეობდა, მიწისძვრის კერა კი 10 კილომეტრის სიღრმეზე იყო.

ალასკის სამხრეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქებში ცუნამის საშიშროება გამოცხადდა.

 

“იმედინიუსი”