“ეს ჩემი სტატუსი იურა ვაზაგაშვილის საფლავის ქვაზეც ატვირთეთ ან იქ დაკიდეთ, სადაც წულუკიანმა ყაჩაღებს ძეგლი დაუდგა “

ენმ-ის წევრი, მეგი გოცირიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

 

“ორი დღის წინ ანიმ ძველი სტატუსი გააზიარა ბაჩოს დაბადების დღესთან დაკავშირებით, რამდენიმეჯერ დავწერე სტატუსი და წავშალე, რადგან სიტყვებით ვერ გამოვხატე ის, რისი დაწერაც მინდოდა ბაჩოსთან მიმართებით, ბაჩო 20-21 წლის იყო რომ გავიცანი….

არაფრის დაწერას არ ვაპირებდი, მაგრამ რამდენიმე ადგილას გადავაწყდი, რომ ქოცები ერთმანეთს ახსენებენ, თურმე ყაჩაღის გამზრდელი, ბარიგა იურა ვაზაგაშვილი, გმირი მამა ყოფილა და ახლა მე მომისმინეთ ქოცებო, მინდა მოგიყვეთ ჩემთვის ვინ არის გმირი მამა:

ჩემთვის გმირი მამა როლანდ ახალაიაა და იცით, რატომ?! იმიტომ, რომ მთელი მისი შეგნებული ცხოვრება ებრძოდა ისეთ არაკაცებს, რომლებიც ვაზაგაშვილების მსგავსად მოხუც ცოლ-ქმარს აუთოვებდნენ და აყაჩაღებდნენ, ებრძოდა ისეთ გარეწრებს, რომლებსაც ბესელიას მსგავსები მფარველობენ და ასობით ახალგაზრდას აუბედურებენ, ებრძოდა ისეთ პედოფილებს, რომლებიც ივანიშვილის ოცნებამ გარეთ გამოუშვა ……..

ყველაზე უკეთ როლანდ ახალაიამ იცოდა ამ სამყაროსთან დაპირისპირება და მათი გადაკიდება რასაც გამოიწვევდა, მაგრამ გარისკა – გარისკა და საკუთარი შვილები ჩაუგდო მგელს ხახაში, მხოლოდ იმიტომ, რომ მის შვილიშვილებსა და ჩვენს შვილებს უსაფრთხოდ ეცხოვრად და ეს ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთ უსაფრთხო ქვეყნად გადაქცეულიყო!

აი, ვინ არის ჩემთვის გმირი მამა !

ახლა წაიღეთ ეს ჩემი სტატუსი და მხოლოდ მარშალპრესებზე კი არა, თუ გნებავთ იურა ვაზაგაშვილის საფლავის ქვაზეც ატვირთეთ ან იქ დაკიდეთ, სადაც წულუკიანმა ყაჩაღებს ძეგლი დაუდგა და ამ ფორმით მადლიერება გამოუცხადა კრიმინალურ სამყაროს!

ბაჩო ❤

“ალია”