ლევან თარხნიშვილი – სუს-ს ვურჩევდი, არ ეძებოს შავი კატა იქ, სადაც არ არის

სუს-ს ვურჩევდი, არ ეძებოს შავი კატა იქ, სადაც ის არ არის, – ასე უპასუხა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლევან თარხნიშვილმა პარტია „ქართული მარშის“ ლიდერის, სანდრო ბრეგაძის განცხადებას, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფებოდა და აღნიშნა, რომ სუს-ს გიგა ბოკერიას პარტიის მიერ სეპარატისტული ტენდენციების გაღვივების შესახებ მასალები გადასცა.

 

„საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, ვინ ცდილობს სიტუაციის არევას, ვინ ცდილობს ეთნიკურ ნიადაგზე შუღლის გაღვივებას და ვინ ცდილობს საქართველოს პროდასავლური კურსის ხელის შეშლას სიძულვილის ენის და პრორუსული პროპაგანდის კულტივირებით. ესაა სწორედ „ქართული მარში“ და მსგავსი ორგანიზაციები, რომელთაც, სამწუხაროდ, მხარს უჭერს დღევანდელი სახელმწიფო და არსებობს ფაქტები, როდესაც ხდება პირდაპირი და ირიბი ფინანსირება მსგავსი ორგანიზაციებისა და მსგავსი მედიაერთეულების. შესაბამისად, სუს-ს ნამდვილად ვურჩევდი, რომ დაკავდეს სწორედ მსგავსი ორგანიზაციების შესწავლით და არ ეძებოს შავი კატა იქ, სადაც ის არ იმყოფება“, – აცხადებს ლევან თარხნიშვილი.

“1არხი”