ტყიბულში, 65 წლის მეშახტემ, დირექტორის კაბინეტში, ვენები გადაიჭრა

ტყიბულის შახტის 65 წლის თანამშრომელმა შემცირებული ხელფასის გასაპროტესტებლად უკიდურეს ფორმას მიმართა და დირექტორის კაბინეტში ვენები გადაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია “მთავარი” ავრცელებს.

მეშახტემ შეიტყო, რომ ადმინისტრაცია მისი 900-ლარიანი ხელფასის 300 ლარამდე შემცირებას გეგმავდა. ამიტომაც, ის დირექტორთან მივიდა და სთხოვა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არ მიეღო და მისთვის ხელფასი არ შეემცირებინა.

მას შემდეგ, რაც დირექტორმა უარი უთხრა, 65 წლის მეშახტემ ჯიბიდან ბასრი საგანი ამოიღო და ვენები გადაიჭრა. პაციენტი ტყიბულის საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკის ექიმის თქმით, პაციენტს ჭრილობა უკვე დაუმუშავდა და საავადმყოფოდანაც გაწერეს.

“900 ლარი არ მყოფნიდა და 300 ლარს საიდან ვიმყოფინებ?! მე ვარ ოჯახის მარჩენალი, არავინ არაა მეტი. ამათ ფეხებზე ჰკიდიათ. 300 ლარი როგორ მეყოფა?!”, – ამბობს 65 წლის მეშახტე.

წყარო: ambebi.ge