დელიში ჩასულ მგზავრებს კარანტინში ყოფნისთვის თანხის გადახდა მოუწევთ

ინდოეთის დედაქალაქ დელიში ჩასულ საერთაშორისო მგზავრებს 7-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა და ამისთვის გარკვეული თანხის გადახდა მოუწევთ, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გარდა ამისა, კარანტინის გავლამდე მგზავრებს ორი სკრინინგის ჩატარებაც ევალებათ.

ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით დელიში კორონავირუსის 120 000 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან დაღუპულია 3 663 ადამიანი. რაც შეეხება ზოგადად ინდოეთს, ქვეყანაში, პანდემიის გავრცელების დროიდან კოვიდ 19-ით 1 194 085 ადამიანი დაინფიცირდა, 28 770 კი- გარდაიცვალა.

წყარო: interpressnews.ge