ძალიან მალე! ქართულ სტადიონებზე გულშემატკივრებს დაუშვებენ! …

უდიდესი ალბათობით, უახლოეს მომავალში ქართულ სტადიონებს მაყურებელი დაუბრუნდება. ამის თაობაზე მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ილაპარაკა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა.

“თვეზე მეტია, რაც განახლდა საქართველოს ჩემპიონატი, თუმცა – მაყურებლის გარეშე. ჩვენთვის პრიორიტეტია ადამიანის ჯანმრთელობა, ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ შეზღუდვები მოიხსნას ეტაპობრივად. პრემიერ-მინისტრს და საბჭოს წევრებს მოვახსენე არსებული ვითარება სტადიონებთან დაკავშირებით.

ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ სტადიონის მიღმა გულშემატკივრები მაინც იკრიბებიან ვიწრო სივრცეში და ეს არ არის კარგი უსაფრთხოების მხრივ… მომდევნო დღეებში პროტოკოლში იქნება შეტანილი გულშემატკივრების დაშვება სტადიონზე, თუმცა ეს არ მოხდება ქაოტურად. სტადიონების ტევადობიდან გამომდინარე, დავუშვებთ გარკვეული რაოდენობის გულშემატკივარს”, – თქვა კობიაშვილმა.

“ლელოს” პოზიცია ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით უკვე გაგაცანით – შეიძლება, ცოტა დაგვიანებული, მაგრამ უთუოდ მისასალმებელი გადაწყვეტილებაა!..

წყარო: lelo.ge