აიშვარია რაისა და მისი 8 წლის ქალიშვილის მდგომარეობა დამძიმდა

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ 46 წლის აიშვარია რაისა და მის 8 წლის ქალიშვილს კორონავირუსი დაუდგინდათ.

 

ინფიცირების თაობაზე მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც რამდენიმე დღით ადრე აიშვარია რაის მეუღლე აბხიშეკ ბაჩანი და მისი მამა დაინფიცირდნენ.

დღეს კი ცნობილი ხდება, რომ დედა-შვილის მდგომარეობა დამძიმდა და ორივე სასწარფოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსეს.

აიშვარიასა და მის ქალიშვილს სუნთქვის გაძნელების სიმპტომები განუვითარდათ, რაც კორონავირუსის ერთ-ერთი მთავარი გართულებაა.

“პრაიმტაიმი”