უკრაინის ყველაზე პოპულარულ და რეიტინგულ მედია პლატფორმაზე გასულ ჟურნალისტურ გამოძიებაში ზუსტად არის ასახული სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის ანატომია, ანუ ის, რაც ზედმიწევნით კარგად არის ცნობილი ქართველი ხალხისთვის, ახლა უკვე ცნობილია უკრაინელი ხალხისთვის, მედიისა და პოლიტიკური წრეებისთვის“, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი ცნობილი უკრაინელი გამომძიებელი ჟურნალისტების საერთაშორისო მასშტაბის სკანდალურ ჟურნალისტურ გამოძიებას.
მისივე თქმით, ჟურნალისტები გაოგნებას გამოხატავენ, რომ სტრასბურგის ევროპული სასამართლოს მიერ უმძიმეს საქმეებზე მრავალგზის გასამართლებული დანაშაულებრივი რეჟიმის არქიტექტორებს უკრაინის ხელისუფლებამ ჩააბარა რეფორმების გაძღოლა.
„ისინი, ასევე ირწმუნებიან, რომ სააკაშვილსა და ადეიშვილს პირდაპირი შეხება აქვთ გიორგი გაბუნიას მკველელობის ორგანიზებასთან, რათა ეს ფაქტი საკუთარი პოლიტიკური რევანშისთვის გამოეყენებინათ. ასევე, საუბარია მსხვილ კორუფციულ ფაქტებზე, რომლის კვალიც სააკაშვილ-მერაბიშვილ-ადეიშვილის კრიმინალურ კლანამდე მიდის. ჟურნალისტები უკრაინის ხელისფლებას სთხოვენ არა მხოლოდ იმას, რომ რეფორმებს ჩამოაშოროს ეს დანაშაულებრივი სინდიკატი, არამედ მოახდინოს მასზე სამართლებრივი რეაგირება. ქართველებისთვის ზედმიწევნით კარგად არის ცნობილი და ახალს არ წარმოადგენს ის ფაქტები, რაზეც არის მსჯელობა, რადგანაც სწორედ ამ დანაშაულებების გამო ჩამოაშორა ეს დანაშაულებრივი კლანი ხელისუფლებას. დაველოდოთ უკრაინის ხელისუფლების რეაქციას და საერთაშორისო რეზონანს ამ გამოძიების მიმართ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
“იმედინიუსი”