საბურთალოს რაიონში, ყაზბეგის გამზირი N 27-ის მიმდებარე ტერიტორიაზე საყრდენი კედელი მოიხატა.
კედლის მოხატვის ავტორის სოსო ჩხაიძის ნამუშევარში გამოსახულია პრაღის ასტრონომიული საათი, რომელიც რატუშაზე 1 410 წელს დაამონტაჟეს.
ასევე, ჩეხი მხატვრების – მუხას „ზოდიაქოს ქალღმერთი“, კუპკას „აბსტრაქცია“ და კუბისტას “ცემენტის ქარხანა“.
მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, გრუნტის დამჭერი კედელი 56 გრძივ მეტრზე აშენდა.
აღნიშნული პროექტისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 95 384 ლარი გამოიყო.
“პრაიმტაიმი”