შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიგრაციის 2020 წლის მე-2 კვარტლის სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა.
უწყების ცნობით, საანგარიშო პერიოდში უცხოელის საქართველოდან გაძევების 7 შემთხვევა დაფიქსირდა.
საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი – 3-3 პირი, ვინც საქართველოდან გააძევეს, თურქეთისა და ირანის მოქალაქე იყო, 1 პირი კი – აზერბაიჯანის მოქალაქეა.
რაც შეეხება ასაკობრივ კატეგორიებს, ყველაზე მეტი – 4 გაძევებული პირი 26-40 წლამდე იყო; 2 – გაძევებული პირი – 41-დან 65 წლამდე, 1 – 18 წლამდე იყო.
წყარო: interpressnews.ge