შსს-ში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკითხვები გრძელდება

შინაგან საქმეთა სამინისტროში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკითხვები გრძელდება.

უწყებაში ანა გაბეჩავა უფლებადამცველებთან ერთად მივიდა. დაკითხვაზე შესვლამდე მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

მისი ადვოკატის, ლიკა ბითაძის განცხადებით, უწყებაში დაბარების ზუსტი მიზეზი არ იცის, თუმცა ამბობს, რომ ის, სავარაუდოდ, საქმეში არსებული ვიდეო მასალების ნახვას უკავშირდება.

10 ივლისს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ მას გარდაცვალებამდე მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.

28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

 

“იმედინიუსი”