თამარი იქ კონკრეტულ ადგილს ეძებდა – ლოკაცია ან წინასწარ მისწერეს, ან ჩაუგდეს ტელეფონზე

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ახლობელი აცხადებს, რომ მანქანა ტყეში წინა ღამეს არის მიყვანილი და მისივე ვარაუდით, თამარ ბაჩალიაშვილს ადგილის ლოკაცია ვიღაცამ ჩაუგდო, რადგან ადგილობრივებიც ამბობენ, რომ გოგონა ადგილზე მისასვლელ კონკრეტულ გზას ეძებდა.

“ეს მანქანა ადგილზე წინა ღამეს არის მიყვანილი, ალბათ პროტესტი რომ იყო, იმ დღეს მიიყვანეს. უკვე, როდესაც ვაპირებდით თამარის საძებნად წასვლას, სიურპრიზად დაგვახვედრეს. მობილური ტელეფონი გვერდით სავარძელზე იდო, თვითონ კი უკანა სავარძელზე იყო. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ თამარი იქ კონკრეტულ ადგილს ეძებდა, მისკენ მისასვლელ გზას. ლოკაცია ან წინასწარ მისწერეს, ან ჩაუგდეს ტელეფონზე მაშინ”,- აცხადებს თამარ  ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი ლიანა ვერაშვილი ტვ “რუსთავი 2”-თან დაუბრისას.

შეგახსენებთ, ხუთდღიანი ძებნის შემდეგ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

ოჯახი გამოძიებას არ ენდობა და საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტი ჩართეს.

 

“აიპრესი”