19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმის ახალი მოწმის, სკანდალური ჩვენების შემდეგ, სამართალდამცავებმა, თბილისის 105-ე საჯარო სკოლის სათვალთვალო კამერები ამოიღეს.
ვარკეთილში მცხოვრები ქალი, ჩვენებაში ამბობს, რომ ავტოფარეხებთან უცნობი მამაკაცების საუბარი მოისმინა. ქალი ირწმუნება, რომ ისინი შაქარაშვილის შესახებ საუბრობდნენ და ამბობდნენ:
„როდესაც მე მათ გვერდით გავიარე ახალგაზრდა მაღალი ბიჭი ეკითხებოდა ახალგაზრდა დაბალ ბიჭს ის ხომ გადააგდეო, პატარამ ხელი უბიძგა და უთხრა გაჩუმდიო და გააგრძელა საუბარი – კიდევ კარგი გადავაგდეთო, თორემ დაგვენძრეოდაო. მაღალმა ბიჭმა გააგრძელა საუბარი და ამბობდა „ეს არ გვეთქვა ის ამბავიც შეიძლება, არ მომხდარიყოო. შაქარაშვილებმა, რომ გაიგონ მაგრად დაგვარტყამენო“. მე გავაგრძელე გზა, მეკეთა ყურსასმენები, მაგრამ იყო გათიშული და ვცდილობდი, მათი საუბარი მომესმინა, ვიყავი მათგან ზურგით და ვეღარ ვხედავდი, რა დროსაც ერთ-ერთმა ახალგაზრდამ თქვა, რომ ამირხანაშვილმა მაგრად ი….ა. მე არ გავჩერებულვარ, ავედი სახლში გადავიხედე აივნიდან და დავინახე, რომ ის ოთხი პიროვნება მოძრაობდა და მათთან იყო მეხუთე პიროვნებაც, მაგრამ მისი აღწერა არ შემიძლია“
ქალი ამბობს, რომ სულ 4 მამაკაცი დაინახა.
პოლიცია სავარაუდოდ, ვიდეოკამერებში აღნიშნული პირების იდენტიფიცირებას შეეცდება.
“ალია”