ბრიტანეთში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 295 ათასს გადააჭარბა

ბოლო დღეების განმავლობაში, დიდ ბრიტანეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 596 შემთხვევა გამოვლინდა, 79 პაციენტი კი ვირუსს ემსხვერპლა.

ქვეყანაში კოვიდინფიცირების 296 377 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 45 501 ადამიანი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

წყარო: imedinews.ge