სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში ე.წ. „ქვესადგურის“ გზის რეაბილიტაცია დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოები სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გოგილაშვილმა ადგილზე დაათვალიერა.
პროექტი, რომლის ღირებულებაც 577 610 ლარს შეადგენს, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
რეაბილიტაციის ფარგლებში 1926 მეტრის მანძილზე ორფენოვანი ასფალტო-ბეტონის გზის საფარი დაიგება. განახლებული გზით სოფელ ჯუგაანის მოსახლეობა სექტემბრიდან ისარგებლებს.